ჭადრაკი

23:00 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

თელავის ტურნირზე ჯავახიშვილმა იმარჯვა

თელავში დასრულდა ტრადიციული ტურნირი სწრაფ ჭადრაკში “ლელას და ბელას თასი”, რომელიც ადგილობრივი დიდოსტატების – ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის სახელობის გახლავთ.

წლეულს წრიულად ჩატარებულ შეჯიბრში მონაწილეობას 10 მოჭადრაკე იღებდა, რომელთა შორის ესპანეთის სახელით მოთამაშე ანა მათნაძე (2379), საფრანგეთის სახელით მოთამაშე ნინო მაისურაძე (2302) და უკრაინელი ნატალია ჟუკოვაც (2317) იყვნენ.

ტურნირის ჩემპიონი ჯავახიშვილი (2347) გახდა, რომელმაც 6.5 ქულა მოაგროვა, 6 ქულით მე-2 იყო ქეთი წაწალაშვილი (2264), ბრინჯაოს მედალი კი 5.0 ქულით ანა მათნაძემ (2379) დაისაკუთრა. ამ უკანასკნელმა დამატებითი მაჩვენებლებით სოფიკო ხუხაშვილს (2301) აჯობა.

მომდევნო ადგილები ასე განაწილდა: 5. ნინო ბაციაშვილი (2394) – 4.5; 6. მერი არაბიძე (2399) – 4.5; 7. ჟუკოვა – 3.5; 8. მაისურაძე – 3.5; 9. ხოტენაშვილი (2494) – 3.5; 10. სალომე მელია (2307) – 3.0;

0.145172