ფეხბურთი

19:57 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: კალენდარი, წესები, თარიღები

უეფას ერთა ლიგის გათამაშებამ სტარტი აიღო. საქართველოში, ტურნირისადმი, რომელიც ისტორიაში პირველად ტარდება, ინტერესი დიდია. საქართველოს ნაკრები D დივიზიონში თამაშობს და 16 ნაკრებიდან 1 ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. გარდა ამისა, ჯგუფების გამარჯვებული 4 გუნდი ავტომატურად, ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში ერთი საფეხურით დაწინაურდებიან და უკვე C დივიზიონში ითამაშებენ.

ბოლო დროს ბევრი კითხვა გაჩნდა ერთა ლიგის ფორმატის შესახებ. ჩვენმა ვებგვერდმა აღნიშნულზე აქამდეც გიამბოთ, მაგრამ ახლა ისევ გაგაცნობთ ფორმატს.

ვინაიდან, „ჯვაროსნები“ D დივიზიონში არიან, სწორედ ამის შესახებ ვისაუბროთ:

დივიზიონში 16 ნაკრები ასპარეზობს, რომლებიც ოთხ, 4-გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ჯგუფის 4 გამარჯვებული პლეი-ოფში გავა, ანუ, ნახევარფინალურ სტადიაზე.

A ჯგუფი

საქართველო, ლატვია, ანდორა, ყაზახეთი

B ჯგუფი

ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო

C ჯგუფი

აზერბაიჯანი, ფარერები, კოსოვო, მალტა

D ჯგუფი

მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი

ჯგუფური ეტაპი უკვე დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

საქართველოს კალენდარი ასეთია:

6 სექტემბერი: ყაზახეთი - საქართველო 0:2

9 სექტემბერი: საქართველო - ლატვია

13 ოქტომბერი: საქართველო - ანდორა

16 ოქტომბერი: ლატვია - საქართველო

15 ნოემბერი: ანდორა - საქართველო

19 ნოემბერი: საქართველო - ყაზახეთი

პლეი-ოფის ნახევარფინალში ოთხეულიდა საუკეთესო შედეგის მქონე დაწყვილდება ქულების მხრივ მეოთხე პირველ ადგილოსანთან და თამაშს შინ ჩაატარებს. შესაბამისად, მეორე გამარჯვებული უმასპინძლებს მესამე გამარჯვებულს. აი, ფინალის მასპინძელი კი, წილისყრით გამოვლინდება. მაგალითად, უმასპინძლებს ან პირველი, ან მეორე წყვილის გამარჯვებული.

უშუალოდ პლეი-ოფის (ნახევარფინალი, ფინალი) მატჩები კი 2020 წლის 26-31 მარტის ჩათვლით გაიმართება და სწორედ მაშინ გაირკვევა D დივიზიონის ჩემპიონი, რომელიც ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზეც მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11149