ფეხბურთი

5:06 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის გოლს გამოეხმაურა (+VIDEO)

ბელგიური "გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის გოლს გამოეხმაურა. 19 წლის ქართველის ულამაზესი გოლის ვიდეო "გენტის" ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსდა, შემდეგი სათაურით:

"ქალბატონებო და ბატონებო, ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა", - დაწერეს ბელგიელებმა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ადგილობრივი ქომაგებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები ასტანაში 2:0 დაამარცხა და ანგარიში 69-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ულამაზესი გოლით გახსნა.

0.148246