ჩოგბურთი

23:13 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: "ჰაერი არ მყოფნიდა"

როჯერ ფედერერმა ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალში ავსტრალიელ ჯონ მილმანთან 6:3, 5:7, 6:7, 6:7 დამარცხდა. როჯერმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კორტზე დისკომფორტს გრძნობდა.

"ძალიან ცხელოდა და ნესტი იყო. ჰაერი არ მყოფნიდა.ეს პირველად არ დამემართა. კორტზე დისკომფორტი მქონდა. ენერგიას ვკარგავდი. ჯონი ასეთ პირობებთან გამკლავებას ახერხებდა. შეიძლება იმიტომ, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნესტიანი ადგილიდანაა (იღიმის). სამწუხარია, რომ დავმარცხდი, მაგრამ ერთ მომენტში ბედნიერი ვიყავი, რომ მატჩი დასრულდა"- ფედერერის სიტყვებს ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

0.118002