თამაშგარე

17:56 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალისიას პოპულარობის საიდუმლო

თქვენს წინ ორ ფოტოზე გაფოფოინებული კოხტამშვენიერი ასული, ალისია ფერნანდესი არც მოდელია, არც ტელეწამყვანი, არც მსახიობი და საერთოდ, შოუბიზნესის ბრჭყვიალებასთან შეხება არა აქვს, მაგრამ სოციალური ქსელების საშუალებით უკვე საკმაოდ პოპულარული გოგოა.

ალისია ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ერთ-ერთი სუპერმარკეტის გამყიდველი იყო, რომელმაც ამ სამი წლის წინ, თავისუფალ დროს ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების მაისური მოიზომა და მეგობარს საკუთარი სიკისკისისა და სიმშვენიერის წარმოსაჩენად სოციალურ ქსელებში გამოსაჭენების მიზნით რამდენიმე ფოტოსურათი გადააღებინა.

მას შემდეგ, რაც ინტერენეტმა ჩვენი მრავლისმნახველი პლანეტა მოიცვა და დაქსელა, ალისია ფერნანდესის დარად არაერთი რიგითი ლამაზმანი გახდა საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული. სოციალურმა ქსელებმა ურუგვაის მაისურმოცმულ ალისასაც მშვენივრად გაუკვალა გზა და არ უნდა გავიკვირდეს ეს გოგონა უახლოეს მომავალში ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმობაზეც თუ განაცხადებს პრეტენზიას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.308894