კალათბურთი

13:08 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის შედეგიანი დებიუტი

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრმა თად მაკფადენმა ესპანური “იბეროსტარ ტენერიფეს” მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ბოლო პერიოდი ჩინურ “ჩონგქინგში” გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი, კანარის კუნძულებზე გადაბარგდა და ესპანური ლიგისთვის მოსამზადებელ მატჩებში ჩაერთო.
“იბეროსტარ ტენერიფემ” სასტარტო შეხვედრა “ჰერბალაიფ გრან კანარიასთან” გამართა და კანარიული დერბი 79:54 მოიგო.



საინტერესოა, რომ მაკფადენს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. თადი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:31 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
თადმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
შედეგად, საქარტველოს ნაკრების წევრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
“იბეროსტარ ტენერიფე” სეზონის დაწყებამდე კიდევ სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 7 სექტემბერს – “სარაგოსასთან”, 9-ში – ბელგრადის “პარტიზანთან”, ხოლო 23-ში – ისევ “გრან კანარიასთან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118348