ფეხბურთი

18:43 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის მორიგი საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი საგოლე პასი მიითვალა გიორგი მერებაშვილმა. მეშვიდე ტურში "ვილსა" "იაგელონიას" დაუზავდა (1:1) და მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გაიტანეს. თავი რიკარდინიომ გამოიჩინა.

ბრაზილიელმა მერებაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ მოახერხა გატანა. შეგახსენებთ, გიორგიმ საგოლე პასი გასულ ტურშიც გააკეთა (მაშინაც რიკარდინიოზე), მაგრამ იმ შეხვედრაში დაშავდა და პირველივე ტაიმში შეცვალეს. როგორც ხედავთ, ჩვენებურის დაზიანება უმნიშვნელო აღმოჩნდა და დღევანდელ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

მერებაშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 7 თამაში, 1 გოლი და 2 საგოლე პასია. "ვისლა" 6 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119054