ფეხბურთი

17:11 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლი და საგოლე პასი დანიაში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგს მერვე ტურში საბა ლობჟანიძის "რანდერსი" საკუთარ მოედანზე "ოლბორგს" დაუზავდა - 2:2. ამ შეხვედრაში ანგარიშის სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ მასპინძლებმა წინ გასვლა ძალიან სწრაფად მოახერხეს. მე-17 წუთზე საბა ლობჟანიძემ ანდრე რომერს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც შორი დისტანციიდან დაარტყა და გაიტანა. ზუსტად ორ წუთში უკვე ქართველმა შემტევმა დაამწუხრა მეტოქე.

ფლანგურ გადაცემას გამოეხმაურა და თავით კარის ბადეში გადაგზავნა ბურთი. მეორე ნახევარში "ოლბორგმა" გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საბამ აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის აქტივში 8 თამაში და 2 გოლია.

"რანდერსს" კი 8 ტურის თავზე 10 ქულით მეშვიდე პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111534