ფეხბურთი

20:20 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" გამარჯვების გემო გაიხსენა

ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გორის "დილამ" "პარკი არენაზე" ფოთის "კოლხეთი 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე ისიფუ ლემპტიმ გახსნა. 55-ე წუთზე კი მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა თავი. მასპინძელთა მხრიდან 74-ე წუთზე პატერსონ კაბორემ პენალტის გატანა ვერ შეძლო.

"დილამ" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. გორელებმა ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე გადავიდნენ. შიდაქართლელები შემდეგ შეხვედრას სტუმრად 7 სექტემბერს "ტორპედოსთან" გამართავენ. ფოთელები კი კვლავ კრიზისში არიან და გუნდმა ბოლოს მატჩი 19 მაისს მოიგო. "კოლხეთი" რვა ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11857