ფეხბურთი

19:35 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიას გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეშვიდე ტურში გოლით გამოიჩინა თავი ლუკა ზარანდიამ. ქართველმა შემტევმა "არკასა" და "ზაგლებიეს" შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

67-ე წუთზე, როდესაც საყაიმო ანგარიში იყო (1:1), მასპინძლებმა ძალიან მაგარი კომბინაცია გაითამაშეს და ზარანდია ხელსაყრელ სიტუაციაში დარჩა. ქართველს გატანა არ გასჭირვებია, თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ, "ზაგლებიემ" ანგარიში გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2.

ლუკამ აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე ექსტრაკლასაში 22 წლის შემტევს 5 შეხვედრაში 1 გოლი დაუგროვდა. ისე კი, პოლონეთის სუპერთასზეც გამოიჩინა თავი ივლისში, "ლეგიასთან".

"არკა" კი 7 ტურის თავზე მაინც და მაინც კარგად ვერ ასპარეზობს: 1 მოგებით, 4 ფრით, 2 წაგებითა და შესაბამისად, 7 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.

0.10353