ფეხბურთი

13:39 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნური შაჰინი "მუსიკოსია"

დორტმუნდის „ბორუსიას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნური შაჰინი კარიერას ბრემენის „ვერდერში“ გააგრძელებს. „მუსიკოსთა“ ვებგვერდის ინფორმაციით, თურქი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს და 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

შაჰინი თავისუფალი აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც „დორტმუნდთან“ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

29 თურქი ნახევარმცველი 2011-2014 წლებში მადრიდის „რეალის“ წევრი იყო, ხოლო 2012-2013 წლების სეზონი იჯარით „ლივერპულში“ გაატარა. თუმცა ფეხი ვერც ესპანეთში მოიკიდა და ვერც ინგლისში.

სანამ „რეალში“ გადავიდოდა, იქამდე „დორტმუნდში“ გაითქვა სახელი, რომელსაც 2014 წელს დაუბრუნდა კიდეც. „ყვითლების“ მაისურით ნურიმ 274 თამაშში 26 გოლი გაიტანა და 49 საგოლე პასი შეასრულა. „სიგნალ იდუნა პარკზე“ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და გერმანიის სუპერთასის მფლობელი.

0.111924