ფეხბურთი

2:59 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავს" უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის

საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარ "რუსთავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - უჩა სოსიაშვილი. როგორც ქვემო ქართლელთა ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდა და ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი უკვე ავარჯიშა.

აქამდე, "რუსთავს" ვარლამ კილასონია ედგა სათავეში, რომელიც ამიერიდან ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამას უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება სოსიაშვილს - 29 წლის სპეციალისტი ბოლოს"სამტრედიას" ავარჯიშებდა. იქამდე კი, სახელი გორის "დილაში" მუშაობით გაითქვა, როდესაც ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახადა (2015 წელს).

0.110654