ფეხბურთი

22:53 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლუდოგორეცმა" "ტორპედო" დიდი ანგარიშით დაამარცხა

ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში "ლუდოგორეცმა" "ტორპედო" მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში ბულგარეთის ჩემპიონმა 5:0 იმარჯვა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

საქართველოს ჩემპიონმა გოლი სწრაფად გაუშვა: მეექვსე წუთზე ჰოლანდიელმა ვირჯილ მისიჯანმა მარცხენა კუთხიდან ეფექტური მოჭრილი დარტყმით გახსნა ანგარიში. 38-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთზე გუსტავო კამპანიარომ თავით ითამაშა და როინ კვასხვაძემ მოიგერია, თუმცა ბრაზილიელმა დამატებაზე კარგად ითამაშა - 2:0. პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდა ტორპედოს, ერთხელ მილოშ ლაჩნიმ დაარტყა თავით და რაზგრადელთა მეკარემ ჩინებულად ითამაშა, ამ მომენტის შემდეგ კი საჯარიმოდან დარტყმა მათე ცინცაძემ შეასრულა და გრიგოლ დოლიძეს უპასა, ამ უკანასკნელის დარტყმული კი კვლავ მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმი შედარებით აქტიურად დაიწყო "ტორპედომ", თუმცა ღირებული ვერაფერი შექმნა, მეტოქემ კი დაალაგა თამაში და ჯერ კამპანიარომ შეასრულა დუბლი 59-ე წუთზე, სამ წუთში კი ვანდერსონმა ანგარიში 4:0 გახადა. საბოლოოდ "ლუდოგორეცმა" დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ლუდოგორეცი - ტორპედო 4:0 (2:0)

რაზგრადი, "ლუდოგორეც არენა"

ლუდოგორეცი: რენანი, ნედიაკოვი, ნათანაელი, სისინიო, მოტი, მარსელინიო, კამპანიარო, დიაკოვი (გორალსკი 72), ვანდერსონი (ბაკალოვი 87), მისიჯანი (ლუკოკი 70), კეშერუ

მთავარი მწვრთნელი: პაულო აუტუორი

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, დოლიძე (ქიმაძე 77), ჰლინკა, ცინცაძე, კაპანაძე, კუტალია (დაფე 46), ლაჩნი (კუხიანიძე 58)

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლი: 1:0 მისიჯანი (6), 2:0, 3:0 კამპანიარო (38, 59), 4:0 ვანდერსონი (62)

გაფრთხილება: დოლიძე (40), აზაცკი (53), კობახიძე (63), კამპანიარო (68), გორალსკი (75), კუხიანიძე (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117539