ფეხბურთი

9:50 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკოს მორიგი დუბლი "დალასთან" (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის მორიგ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. "სან ხოსემ" დასავლეთ კონფერენციის ლიდერი "დალასი" მიიღო და 4:3 დაამარცხა. ვაკომ გოლები მე-15 და 42-ე წუთებზე გაიტანა, ხოლო 62-ე წუთზე კრის ვონდოლოვსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამერიკელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

MLS-ის მიმდინარე სეზონში ვაკომ მეორე დუბლი შეასრულა და პირველად ორი გოლი ასევე "დალასთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში გაიტანა. 27 შეხვედრაში ყაზაიშვილის ანგარიშზე რვა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა. განვლილ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ კაშიამ.

"სან ხოსემ" მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი ლეგიონერების გუნდი სტუმრად "ვანკუვერთან" 2 სექტემბერს ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115846