ფეხბურთი

23:00 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რეალმა” მარიანო დაიბრუნა

მადრიდის “რეალმა” დომინიკელი თავდამსხმელი მარიანო დიასი დაიბრუნა. აღნიშნული ინფორმაცია “ბლანკოსის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ესპანურმა გრანდმა მარიანო გასულ წელს “ლიონში” 8 მილიონ ევროდ გაყიდა, ხოლო ახლა 21.5 მილიონ ევროდ დაიბრუნა და კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა.

დიასმა გასულ სეზონში “ლიონის” მაისური 45-ჯერ მოირგო, 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას “რეალის” ძირითად გუნდში 14 შეხვედრა ჩაუტარებია და 5 გოლი აქვს გატანილი.

სტატისტიკა
0.348867