ფეხბურთი

20:31 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" ბულგარეთშია

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბულგარეთის ქალაქ რაზგრადშია, სადაც ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრას ჩაატარებს ადგილობრივი "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ. ქუთათურები რაზგრადში ჩარტერული რეისით ჩაფრინდნენ და გუნდი სასტუმროში დაბინავდა.

როგორც "ტორპედოს" ფეისბუქგვერდი იტყობინება, ტრავამის გამო გუნდს მერაბ გიგაური გამოაკლდა, ხოლო ბულგარეთში 18 ფეხბურთელი იმყოფება და შესაბამისად, განაცხადიც შემადგნაირია:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია.

მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლექსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე.

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გიორგი კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, მარეკ ჰლინკა, ლევან კუტალია.

თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, მილოშ ლაჩნი.

აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა 30 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია "სილქ უნივერსალის" ეთერში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.176395