ფეხბურთი

21:35 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "მიყვარს ჩემი ქვეყანა და კულტურა!"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული „სან ხოსეს“ წევრი გურამ კაშია ისნტაგრამში რამდენიმე მიმართვას აქვეყნებს, რომელთაგანაც რამდენიმეს გთავაზობთ:

  • „მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!
  • გავაუქმე ჩემი ფეისბუქის გვერდი!
  • მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი კულტურა. მე ნამდვილი რელიგიური ადამიანი ვარ.
  • ჩემს გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგახართ, ბოდიში და ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. მიყვარხართ“, - აქვეყნებს რამდენიმე ინსტაგრამ ისტორიას ქართველი ფეხბურთელი.

აღსანიშნავია, რომ კაშიამ ბოლო დროინდელი აგრესიის შემდეგ ფეისბუქგვერდი გააუქმა, ხოლო ინსტაგრამი დაბლოკა. შეგახსენებთ, კაშიასადმი აგრესია მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასული წლის შემოდგომაზე ერედივიზიონის მატჩში მოედანზე ფერადი სამკლავურით გავიდა, რომელიც LGBT პირების მხარდაჭერას გულისხმობს.

შემდგომ სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ უეფამ Equal Game-ს პირველი ჯილდო სწორედ ზემოხსნებული ქმედებისთვის გადასცა და ქართველ ფეხბურთელზე შეტევის მეორე ტალღაც აგორდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165805