ფეხბურთი

17:48 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის ტრავმა სერიოზული არაა

საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის „ვისლას“ ნახევარმცველ გიორგი მერებაშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. როგორც პოლონური გუნდის ვბეგვერდი იტყობინება, 32 წლის შემტევს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ კუნთების დაზიანებაა. თუმცა, არა საგანგაშო.

როგორც „ვისლას“ ვებგვერდზე წერია, კლუბის სამედიცინო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რომ გიორგი მომდევნო ტურში „იაგელონიასთან“ სათამაშოდ მზად იყოს.

ტრავმის შესახებ ინფორმაცია WORLDSPORT.GE-ს თავად მერებაშვილმაც მიაწოდა:

„ტრავმა სერიოზული არაა და სავარაუდოდ, 3-4 დღის გამოტოვება მომიწევს“, - გვითხრა გიორგიმ.

აქვე გეტყვით, რომ მერებაშვილი ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახა, რაც მოწმობს იმას, რომ 6 და 9 სექტემბერს გასამართი შეხვედრებითვის მზად იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117968