ფეხბურთი

23:02 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის საგოლე პასი და ტრავმა "ლეგიასთან" (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეექვსე ტურში პლოცკის "ვისლამ" ვარშავაში "ლეგია" გაანადგურა - 4:1. აღსანიშნავია, რომ ეს "ვისლას" პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი მოკრძალებული წვლილი პლოცკელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი მერებაშვილმაც შეიტანა.

ანგარიში სწორედ ქართველის აქტიურობისა და ჩინებული თამაშის წყალობით გაიხსნა. მერებაშვილმა მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, დროული და ჭკვიანური გადაცემა გააკეთა მეკარის ბაქანზე, რომელსაც რიკარდინიო გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. თუმცა, სამწუხაროდ, მერებაშვილს მოედნის დატოვება მალევე მოუწია. 29-ე წუთზე შეცვალეს, მიზეზი ტრავმაა. როგორც გიორგიმ გვითხრა, დაზიანება სერიოზული არაა და რამდენიმე დღის გამოტოვება მოუწევს.

"ვისლას" კი 6 ტურში 5 ქულა აქვს მოპოვებული მე-13 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10899