ფეხბურთი

19:28 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაულო აუტუორი: “ჩემი გუნდი “ტორპედოსთან” მატჩისთვის მზადაა”

ბულგარული “ლუდოგორეცის” მთავარმა მწვრთნელმა პაულო აუტუორიმ “ტორპედოსთან” მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი საქართველოში მხოლოდ გამარჯვებისთვის იმყოფება. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ეს პლეი-ოფია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“როდესაც გუნდი მოედანზე გადის, მას ერთი მიზანი აქვს – გამარჯვება. ჩვენც ასე ვითამაშებთ საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. მეტოქეს რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, მაგრამ ჩემი გუნდი მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის.

ჩვენ არ ვფიქრობთ წარსულზე და რა იყო გუშინ. მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე ვართ კონცენტრირებულნი და ჩემი გუნდი “ტორპედოსთან” თამაშზეა ფოკუსირებული. თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ვიმყოფებით და ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს.

რა თქმა უნდა, ვნახეთ მეტოქის თამაშები. ეს პლეი-ოფია, რომელიც ორრაუნდიანია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ”, - განაცხადა აუტუორიმ.

შეგახსენებთ, “ტორპედოსა” და “ლუდოგორეცის” შეხვედრა 23 აგვისტოს, თბილისში, “მიხეილ მესხზე” 20:00 საათზე გაიმართება.

0.117474