ფეხბურთი

0:20 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმმა" კაპიტანს გაუხანგრძლივა

"ჰოფენჰაიმმა" კაპიტანს კევინ ფოგტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. "სოფლელების" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი მათ რიგებში 2022 წლის 30 ივნისამდე გაირჯება.

როგორც ცნობილია, ფოგტის დამატება მიუნხენის "ბაიერნს" სურდა, თუმცა მან ამჟამინდელ კლუბს უერთგულა.

კევინი "ჰოფენჰაიმს" 2016 წელს "კიოლნიდან" შეუერთდა და ბუნდესლიგაში 62 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112432