ფეხბურთი

14:33 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასის წინააღმდეგ პენალტი სიმონე ძაძას სტილში შეასრულეს (+VIDEO)

გახსოვთ სიმონე ძაძას პენალტი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიასთან? მაშინ იტალიელი ფორვარდის უცნაური გამორბენი ძალიან არაზუსტი დარტყმით დასრულდა და კარგა ხნის განმავლობაში დაცინვის ობიექტიც იყო.

გუშინ, პორტუგალიის ჩემპიონატში "ბელენენსეშის" ფეხბურთელმა ფრედმა სწორედ ძაძას სტილში შეასრულა პენალტი, თუმცა იტალიელი კოლეგისგან განსხვავებით დიდებულად დაარტყა. თანაც, ისიც ხომ აღსანიშნავია, რომ მის წინააღმდეგ თვით იკერი კასილიასი იდგა?!

ფრედის პენალტმა კი "ბელენენსეშს" ვერ უშველა. "პორტუმ" მსაჯის კომპენსირებულ დროში ალექს ტელეშის გატანილი ასევე პენალტით 3:2 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11279