ფეხბურთი

13:41 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მჭედლიშვილის საგოლე პასი ხორვატიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ხორვატიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "გორიცამ" პირველი გამარჯვება იზეიმა მას შემდეგ, რაც სპლიტში, "ჰაიდუკი" 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ჩვენებურმა გიორგი მჭედლიშვილმა, რომელიც ტრადიციულად დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა.

გიორგიმ საგოლე პასიც მიითვალა. სწორედ მისი გადაცემის შემდეგ განავითარა და დააგვირგვინა შეტევა "გორიცას" თავდამსხელმა მიამ, რომელმაც ანგარიში გახსნა.

"გორიცას" 4 ტურის თავზე 4 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.

P.S მჭედლიშვილის საგოლე პასი იხილეთ 0:40 წამიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127801