ფეხბურთი

13:13 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის საგოლე პასი და ჯაბა კანკავას 90 წუთი (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ქართველების “ტობოლი” სტუმრად “ატირაუსთან” დამარცხდა – 1:2.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ტრადიციულად 90 წუთის განმავლობაში იყო მინდორზე, ხოლო ნიკა კვეკვესკირი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

“ტობოლის” ერთადერთი გოლი დიდწილად სწორედ ნიკას დამსახურებაა. 75-ე წუთზე ბისტროვი მისი დიდებული გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა. “ტობოლი” 38 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

P.S ნიკა კვეკვესკირის საგოლე პასი იხილეთ 3:20 წუთიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123701