ფეხბურთი

22:28 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ძაძა იტალიაში დაბრუნდა

იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სიმონე ძაძა "ვალენსიადან" "ტორინოში" მომდევნო სეზონს იჯარის წესით გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "ტორინომ" ამჟამად იჯარაში 2 მილიონი ევრო გადაიხადა და შემდეგ ზაფხულს კლუბს სრულფასოვანი ტრანსფერი 12 მილიონი დაუჯდება.

ძაძა "ღამურებს" 2017 წლის დასაწყისში "იუვენტუსიდან" შეუერთდა. გასულ სეზონში სიმონემ ესპანეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და თავი 13 გოლით გამოიჩინა. ძაძას სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110613