ფეხბურთი

19:59 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" მარლონ სანტოსი "სასუოლოში" გაუშვა

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მცველი მარლონ სანტოსი კარიერას "სასუოლოში" გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მარლონი იტალიურ გუნდში მომდევნო ორი წლის განმავლობაში ითამაშებს.

21 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის ტრანსფერი "სასუოლოს" 6 მილიონი ევრო დაუჯდა. ამავდროულად, "ბლაუგრანამ" გამოსყიდვის უფლება დაიტოვა და 50%-ით ნაკლებს გადაიხდის. ასევე, თუ სანტოსი იტალიურ გუნდში 50 მატჩს ჩაატარებს, "სასუოლოს" "ბარსელონასთვის" დამატებით 6 მილიონის გადახდა მოუწევს.

მარლონი ესპანელებმა 2016 წელს "ფლუმინენსედან" დაიმატეს და ბოლო ორი სეზონი ფეხბურთელმა იჯარის წესით ჯერ მშობლიურ გუნდში გაატარა, შემდეგ კი - "ნიცაში". მცველის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

0.14756