ფეხბურთი

13:48 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი და კურტუა: "რეალმა" არჩევანი გააკეთა

შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მადრიდის “რეალში” ყველაზე დიდი კონკურენცია ალბათ მეკარის პოზიციაზეა.

კეილორ ნავასი, ტიბო კურტუა, ანდრეი ლუნინი, ლუკა ზიდანი და კიკო კასილია. ძირითადი შემადგენლობის ერთი ადგილი დიდი ალბათობით კურტუასა და ნავასს შორის გაფორმდება და ბელგიელი ფავორიტია. ეჭვგარეშეა, სათადარიგო როლისთვის “სამეფო კლუბს” სოლიდურ თანხას არ გაიღებდა.

და მაინც, არც ნავასის დავიწყება შეიძლება, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურად იცავდა მადრიდელთა კარს. ავტორიტეტული გამოცემა As-ი წერს, რომ სათამაშო პრაქტიკა ორივეს ექნება. ტიბო კურტუა ლა ლიგაში ითამაშებს, ხოლო კეილორ ნავასი – ჩემპიონთა ლიგაზე.

სხვათა შორის, ეს ნაცადი პრაქტიკაა, რომელსაც წლების წინ “რეალშიც” მიმართავდნენ და მერე “ბარსელონაში”, როდესაც კლაუდიო ბრავო და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ინაწილებდნენ სათამაშო დროს.

რაც შეეხებათ ლუნინს, ზიდანსა და კასილიას – რომელიმეს სავარაუდოდ კლუბის დატოვება იჯარით მაინც მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118355