ფეხბურთი

14:35 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთი" მზად არის

სად: ხვალ, თბილისში, "მიხეილ მესხზე", 17:30.

ვისთან: "სიონთან".

წელს "სიონთან" - XII ტური, 2:0 (კახელიშვილი, იმნაძე), III ტური, 0:0.

"კოლხეთი" ცხრილში - 20 თამაში, 8 ქულა (-6), X ადგილი.
"სიონი" ცხრილში - 20 თამაში, 16 ქულა, VIII ადგილი.

საუკეთესო ბომბარდირები: "კოლხეთი" - მიხალიოვი 7, "სიონი" - კირკიტაძე, მიქაბერიძე 3-3.

"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი რობერტო ლანდი: "ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გუნდში არის ცვლილებები. ვენდობით ყველა მოთამაშეს, ვინც დღეს "კოლხეთშია" და ჩვენი მიზანია, ახლო მომავალში საუკეთესოებზე გავაკეთოთ არჩევანი. ბოლო ორ შეხვედრაში გვყავდა ძლიერი, ჩვენზე გამოცდილი, ფიზიკურად უკეთ მომზადებული მოწინააღმდეგე და შედეგიც ლოგიკური იყო. არ უნდა დავკარგოთ ქულები იქ, სადაც ეს დაუშვებელია. პატივს ვცემ "სიონს"და ვეცდებით, დადებითი შედეგით დავასრულოთ თამაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის ფანებს. თქვენი გვერდში ყოფნა მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. "კოლხეთი" მზად არის გამოწვევისთვის."

თეგებიკოლხეთი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131049