ფეხბურთი

22:40 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სონგი შვეიცარიაში ითამაშებს

“ბარსელონას” და “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, ალექს სონგი კარიერას შვეიცარიაში განაგრძობს.

30 წლის ცენტრალური ნახევარმცველი “სიონს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ცნობისთვის, სონგი ბოლოს ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავდა, საიდანაც 31 იანვარს წამოვიდა და აქამდე უგუნდოდ იმყოფებოდა. ის კამერუნის ნაკრებში 2005-2014 წლებში თამაშობდა და 49 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111378