თამაშგარე

17:29 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარა სამპაიოს ოზურგეთში, ჩაქვში და ხელვაჩაურში ელიან

პორტუგალიის საფეხბურთი კლუბ “პორტუს“ თილისმად სახელდებული უმშვენიერესი მოდელი, სარა სამპაიო მიუხედავად გვარიანად მოწიფულობისა, სამოდელო საქმეში საკმაოდ გვიან ჩაერთო, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია უმოკლეს დროში მთელი ევროპის მამრეთი აეცრემლებინა და აეყმუვლებინა.

სარა სამპაიოს ცნობადობა და სიკაშკაშე ცხადია გასცდა არამხოლოდ პორტუგალიის, არამედ მთელი ევროპის ფარგლებს და ამ გოგონას ბოლო ორი წელია ამერიკის შეერთებული შტატების ძალმოსილ ფიცარნაგებზე უფრო ხშირად იხილავთ, ვიდრე ევროპულ ჩვენებებზე.

მუდმივი სილამაზისა და ფორმების შესანარჩუნებლად სენიორიტა სარა თურმე ციტრუსებს იყენებს და ციტრუსებს ჭამის გარდა, დღენიადაგ სხეულის სხვადასხვა ადგილებზე ისვამს - აქაოდა ქოლესტერინს შეებრძოლებაო. ახლა ისღა დაგვრჩენია, სამპაიოს ქალს ოზურგეთის, მახინჯაურის, ხელვაჩაურის და ჩაქვის გზა მივასწავლოთ და გარანტიას ვაძლევთ, რომ შემოდგომიდან-გაზაფხულამდე ციტრუსიცა და ამ ციტრუსის ტანზე წამსმელიც ნამდვილად არ მოაკლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131447