ფეხბურთი

23:40 | 13.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ლოკატელი “სასუოლოში” გაანათხოვრა

“მილანმა” ახალგაზრდა ჩამშლელი ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი “სასუოლოში” გაანათხოვრა.

20 წლის ფეხბურთელი “სასუოლოში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს და ამის სანაცვლოდ “როსონერის” 2 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო მომდევნო სეზონში მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა 12 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ლოკატელის “მილანის” ძირითად გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. მას შემდგომ მილანური გრანდის მაისური 63-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

0.099838