ფეხბურთი

22:25 | 13.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მედრანი “რაიო ვალეკანოში” ითამაშებს

“ვალენსიამ” ცენტრალური ნახევარმცველი ალვარო მედრანი “რაიო ვალეკანოში” გაანათხოვრა. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

24 წლის ფეხბურთელი “რაიო ვალეკანოში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

მედრანი “ვალენსიას” 2016 წელს შეუერთდა, 20 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში “ხეტაფეში” გახლდათ განათხოვრებული და 21 მატჩში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. მას “ღამურებთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

0.104996