ჩოგბურთი

11:15 | 13.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა მე-80 ტიტული მოიგო

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბუთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში მე-80 ტიტული მოიპოვა. რაფამ ტორონტოს მასტერსი მეოთხედ მოიგო (2005, 2008, 2013, 2018). რაფაელისთვის რიგით 33-ე მასტერსის ტიტუი გახლდათ, რაც სარეკორდო მაცენებელია. მეორე ადგილზე 30 მასტერსით ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო ფედერერს - 27.

რაც შეეხება ფინალს რაფამ 19 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი 6:2, 7:6 დაამარცხა. პირველი სეტში ნადალმა იოლად იმარჯვა.მეორე პარტიას ესპანელი 5:3-ს იგებდა, თუმცა ბერძენმა სეტის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა მოახერხა, სადაც რაფამ გამოცდილებით აჯობა და 7:4 მოუგო.

ამ გამარჯვებით ნადალმა 1 მილიონი ამერიკული დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა მიიღო. ციციპასმა 500 340 დოლარი და 600 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.116267