ფეხბურთი

14:42 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა თასის გამარჯვებული "ტოტენჰემი" გახდა

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გამარჯვებული "ტოტენჰემი" გახდა. ტურნირის ბოლო შეხვედრა 11 აგვისტოს "ატლეტიკოს" და "ინტერს" შორის გაიმართა, რომელიც იტალიელებმა 1:0 მოიგეს და ინგლისურ გუნდს ქულებით გაუთანაბრდნენ. თუმცა პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი სხვაობის გამო "მამლები" გავიდნენ.

"ტოტენჰემმა" პირველად გაიმარჯვა აღნიშნულ ტურნირზე, რომელიც 2013 წლიდან ტარდება. წინა წლების გამარჯვებულები მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა" და პსჟ (ორჯერ) გახდნენ. მიმდინარე წლის ტურნირი 15 ამერიკულ, 7 ევროპულ და ერთ სინგაპურ სტადიონზე გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075802