ფეხბურთი

22:33 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზუმა "ევერტონში" ითამაშებს

ლონდონის "ჩელსის" მცველი კურტ ზუმა მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ევერტონში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ლივერპულელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ზუმამ გასული სეზონი ასევე იჯარის წესით "სტოკში" გაატარა და ამ გუნდის რიგებში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

0.12051