ჩოგბურთი

11:46 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა ვავრინკას აჯობა

ტორონტოს მასტერსის 1/8-ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა რაფაელ ნადალმა შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა 7:5, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში 6:5-ზე ნადალმა ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში ვავრინკა 4:2 წინ გავიდა, თუმცა შვეიცარიელმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ნადალმა სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც უკეთესაც ითამაშა და 7:4 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ რაფაელმა მცირე კომენტარი გააკეთა.

"კარგი მატჩი გამოვიდა. რა თქმა უნდა, გამარჯვებით კმაყოფილი ვარ.მიხარია, რომ სტენმაც კარგი ჩოგბურთი აჩვენა. ამ შეხვედრის მოგებამ კიდევ უფრო მეტი თვითდაჯერებულობა მომანიჭა"- განაცხადა ნადალმა.

უერთიერთშეხვედრებში რაფა ვავრინკას 18:3-ს უგებს. მომდევნო ეტაპზე რაფაელი ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11573