ჩოგბურთი

10:44 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასმა ჯოკოვიჩი დაამარცხა

მსოფლიო რეიტინგის 27-ე ნომერმა, 19 წლის ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა ტორონტოს მასტერსის 1/8-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:7, 6:3 დაამარცხა და კარიერაში მასტერსის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. ციციპასმა კარიერაში მეოთხედ დაამარცხა ტოპ-10-ის ჩოგბურთელი.

პირველ სეტში 3:2-ზე ბერძენის სასარგებლოდ სტეფანოსმა ბრეიკი შეასრულა და სეტის ბედი გადაწყვიტა. მეორე პარტიაში ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებებს იგებდნენ და სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნოვაკმა 7:5 იმარჯვა. მესამე გადამწყვეტი სეტის დასაწყისშივე ბეძენმა ბრეიკის შესრულება მოახერხა, ნოვაკმა კი შეხვედრის შემოტრიალება ვეღარ შეძლო.

1/4-ფინალში ციციპასი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.

Loading...
0.131015