ფეხბურთი

23:36 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" ბერნარდი დაიმატა

"შახტარის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ბერნარდი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ლივერპულელების ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბერნარდი "შახტარს" 2013 წელს "ატლეტიკო მინეიროდან" შეუერთდა და მას შემდეგ უკრაინული გუნდის რიგებში ჩატარებულ 157 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე წლის ივნისში კი ბრაზილიელის კონტრაქტის ვადა ამოიწურა და ბერნარდი "ევერტონს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115134