ფეხბურთი

23:30 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” სამი ფეხბურთელი “პარმაში” გაუშვა

სერია A-ში დაბრუნებული “პარმა” მილანის “ინტერის” სამი ფეხბურთელით გაძლიერდა. ემილიურ კლუბში ჯონათან ბიაბიანი, ალესანდრო ბასტონი და ფედერიკო დიმარკო ითამაშებენ.

30 წლის ბიაბიანმა “პარმასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “ნერაძურიმ” მის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო მიიღო. ფრანგი ვინგერი “პარმაში” ადრეც თამაშობდა და 2009-2010 წლების სეზონში და შემდგომ 2011-2015 წლებში 141 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში პრაღის “სპარტაში” გახლდათ განათხოვრებული და 16 შეხვედრა ჩაატარა.

19 წლის ბასტონი “პარმაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს “ინტერთან” მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

ფედერიკო დიმარკო, რომელიც მარცხენა მცველია ასევე ერთი სეზონი ითამაშებს ემილიურ კლუბში, ხოლო შემდგომ მისი გამოსყიდვა შეეძლებათ, თუმცა “ინტერი” უფლებას დაიტოვებს, რომ 20 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები გარკვეულ თანხად დაიბრუნოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102933