ფეხბურთი

21:52 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

აღიარება - ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (+VIDEO)

"სან ხოსეს" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის 23-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ამერიკულ კარიერაში პირველად დასახელდა. გასულ უიქ-ენდზე ქართველმა ფეხბურთელმა ლიდერ "დალასთან" ჩინებულად ითამაშა, დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა (3:1).

აქვე შეგახსენებთ, რომ ვაკო გურამ კაშიასთან ერთად ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

0.116263