ისტორია

9:54 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1926 - ნიუ იორკის მკვიდრი ჰერტრუდა ედერლე პირველი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც ლა მანშის გადაცურვა მოახერხა.

1948 - ამერიკელმა მძლეოსანმა ბობ მატიასმა ლონდონის ოლიმპიადაზე თანამედროვე ათჭიდში ოქროს მედალი მოიპოვა.

1948 - ჰოლანდიელი სპორტსმენი ფანი ბლანკერს-კოენი პირველი ქალია, რომელმაც ოთხი ოლიმპიური ოქროს მოპოვება მოახერხა. ლონდონის ოლიმპიადაზე მან 100 მეტრ (11,9 წამი), 200 მეტრ (24,4) და 200 მეტრ ესტაფეტაზე და 80 მეტრ თარბრჯენით რბენაში მოიპოვა პირველობა. ფლობდა მსოფლიოს რეკორდებს 100 მეტრზე (11,5 წამი), 80 მეტრ თარბრჯენით (11,0) რბენაში. აგრეთვა სიგრძესა (6,25) და სიმაღლეზე (1,71) ხტომაში. 1948 წელს აღიარეს პლანეტის საუკეთესო სპორტსმენად.

1948 - გრიგორი ფედოტოვმა პირველმა გაიტანა საკავშირო პირველობების მატჩებში 100 გოლი.

1958 - ამერიკელმა მძლეოსანმა გლენ დევისმა 400 მეტრზე თარბრჯენით რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (49,2 წამი).

1966 - კასიუს კლეიმ (მუჰამედ ალი) სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის ბრაიან ლონდონი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1979 - ინგლისელი მარკუს კუპერი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელმაც ლა მანშის გადაცურვა შეძლო. იმხანად კუპერი 12 წლისა იყო.

1984 - ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა კარლ ლუისმა ლოს ანჯელესის ოლიმპიადის მსვლელობისას მეორე ოქროს მედალი (სიგრძეზე ხტომაში) მოიპოვა. სულ ამ თამაშებზე ლუისმა 4 ოქრო დაისაკუთრა.

1984 - თბილისისდინამომფინეთში ტურნეს დროს ტამპერესილვესს” 5:0 მოუგო. გოლები ზაურსვანაძემ(2),რამაზ შენგელიამ (2) და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს. “დინამო”: ქანთარია, მიქაბერიძე, პაიკიძე,სულაქველიძე, არზიანი, სვანაძე (კაკილაშვილი), მახარაძე, უკლება (ჭედია), გუცაევი (ჟვანია), ცაავა(გურული),შენგელია. “დინამოსდავით ყიფიანი წვრთნიდა.

1996 - თბილისისდინამომ” UEFA- თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისპირველმატჩშინორვეგიისმიოლდეს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან პირველ ტაიმში გოლები კახაგოგიჩაიშვილმადაალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს. “დინამო”: ზოიძე, კობიაშვილი, ლობჟანიძე, კუდინოვი, ზვიადჯელაძე,მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე (დიდავა), ჯამარაული, ცქიტიშვილი(კერძევაძე), ყიზილაშვილი, იაშვილი(ანჩაბაძე). “დინამოსდავით ყიფიანი წვრთნიდა. თამაში ბორისპაიჭაძისსახელობის ეროვნულ სტადიონზეჩატარდა.

2005 - საქართველოს სარაგბო თასის გათამაშების ფინალშილოკომოტივმა” “ლელო” 24:9 დაამარცხადამეშვიდედ დაეუფლა საქართველოს თასს.

2006 - ამერიკელმა ბრენდან ჰანსენმა 200 მეტრზე ბრასის სტილით ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2 წუთი, 8,74 წამი).

2008 - პეკინში სტარტი აიღო საზაფხულო ოლიმპიური თამაშების ქალთა საფეხბურთო ტურნირმა.

2011 - ჩინეთის დედაქალაქ პეკინში „მილანმა“ თანაქალაქელ „ინტერს“ 2:1 მოუგო და სარეკორდოდ, მეექვსედ მოიპოვა იტალიის საფეხბურთო სუპერთასი.

ამ დღეს დაიბადნენ

1904 - ჰენრი პეინ აიბა. ამერიკელი საკალათბურთო მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით აშშ-ის ნაკრებმა ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე პირველობა მოიპოვა (1964, 1968).

1916 - ერიკ ნილსონი. 1938-52 წლებში შვეციის საფეხბურთო ნაკრების მცველი. 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 1950 წელს დაასახელეს შვეციის საუკეთესო ფეხბურთელად.

1919 - პაულინ ბეტც ოდი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1948 წელს მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირი.

1925 - მატიას გონსალვესი. ურუგვაის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი. ურუგვაის ოთხგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. მონტევიდეოს “პენიაროლის” ერთ-ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი. საფეხბურთო კარიერა 33 წლის ასაკში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც “ნასიონალის” ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა გულშემატკივარმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

1928 - ჯენის-ლი იორკ რომარი. ამერიკელი მოფარიკავე. ფლობს უნიკალურ მიღწევას. მონაწილეობდა 1948, 1952, 1956, 1960, 1964 და 1968 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.

1934 - კრის ბონინტონი. ინგლისელი ალპინისტი. დაპყრობილი აქვს 8 ათას მეტრიანი სიმაღლის რამდენიმე მწვერვალი.

1935 - მარიუ ესტევეშ კოლუნა. წარმოშობით მოზამბიკელი პორტუგალიის ნაკრების, ლისაბონის “ბენფიკას” (1954-70) და “ლიონის” (1970-71) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 57 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1961 და 1962 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. პორტუგალიის ათგზის (1955, 1957, 1960, 1961, 1963, 1964, 1965, 1967, 1968, 1969) ჩემპიონი და თასის რვაგზის (1955, 1957, 1959, 1962, 1964, 1969, 1970) მფლობელი. 1964 წელს დაასახელეს პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად. პორტუგალიისა და საფრანგეთის პირველ დივიზიონებში ჩაატარა 383 მატჩი, გაიტანა 91 გოლი.

1939 - ანატოლი იონოვი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრების წევრი. 1968 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი. სამჯერ ფლობდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

1947 - ევგენი ზიმინი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისთა ნაკრების წევრი. 1968 და 1972 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. სამჯერ ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ორჯერ ევროპისას.

1952 - ვოიცეხ ფორტუნა. პოლონელი ტრამპლინიდან მხტომელი. 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1953 - ანატოლი ბიკოვი. საბჭოთა მოჭიდავე. კლასიკურ ჭიდაობაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1975 წლის ჩემპიონი. გამოდიოდა მეორე ქვესაშუალო წონით კატეგორიაში.

1960 - დეილ ელისი. “სიეტლ სუპერსონიკსისა” და “დენვერ ნაგითსის” მსროლელი-ფორვარდი (197 სმ).

1962 - თომას ჯეფერსონი. ამერიკელი მძლეოსანი. 200 მეტრზე სირბილში 1984 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი.

1964 - ოლგა კნიაზევა. ფარიკაობაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1974, 1975, 1977 და 1978 წლებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1965 - დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

1974 - ელვინ უილიამსი. “ტორონტო რეპტორზის” მსროლელი (196 სმ).

1974 - ადრიან ვოინეა. რუმინელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე ტურნირი, მათ შორის 1995 წელს მალტას წარმომადგენლობითი შეჯიბრება.

1974 - რომან ბერეზოვსკი. სომხეთის ნაკრების, აბოვიანის “კოტაიკის,” ლენინგრადის “ზენიტისა” და მოსკოვის “დინამოს” გოლკიპერი.

1976 - ალექსანდრე რეხვიაშვილი. საქართველოს ნაკრების, თბილისისდინამოს,” რუსთავისგორდას,”რიგისსკონტოს,” მოსკოვისტორპედო-ზილ-ის” (შემდგომშიმოსკვა”), “ვენტსპილსისადაბაკისნახევარმცველი. მოპოვებული აქვს საქართველოს, ლატვიისა და აზერბაიჯანისჩემპიონობა.

1980 - თედო ზიბზიბაძე. ქართველი რაგბისტი (შუამარბი). 2001 წლის ევროპის ერთა თასის მფლობელი. 2003წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილე (3 მატჩი). ორჯერ იასპარეზა შვიდკაცასმსოფლიოთასისგათამაშებაში (2001, 2005).

0.119772