ჩოგბურთი

11:40 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფონინიმ ATP-ის მერვე ტურნირი მოიგო (+VIDEO)

იტალიელმა ჩოგბურთელმა მექსიკაში გამართული ლოს კაბოსის ღია ტურნირი მოიგო. ევროპელმა ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 6:4, 6:2 დაამარცხა.

31 წლის ჩოგბურთელმა ATP-ის მერვე ტურნირი მოიგო, თუმცა ჰარდზე პირველად გაიმარჯვა. წინა ტურნირები ფაბიომ გრუნტის საფარზე მოიგო. ფონინი საუკეთესო სეზონს ატარებს და მიმდინარე წელს სან პაულოს და ბაშტადის შემდეგ მესამე ჩემპიონატი მოიგო.

ფონინიმ ლოს კაბოსში გამარჯვებით 250 სარეიტინგო ქულა და 127,635 დოლარი გამოიმუშავა და განახლებულ რეიტინგში მე-14 ადგილზე იქნება. იტალიელის საუკეთესო შედეგი კი მე-13 პოზიციაა. დელ პოტრო კი 150 ქულა მიიღო და თუ დღეს ალექსანდრ ზვერევი ვაშინგტონის ტურნირის ფინალში წააგებს, მაშინ არგენტინელი რეიტინგში კარიერის საუკეთესო შედეგს, მესამე ადგილს დააფიქსირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110136