ფეხბურთი

13:25 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ფეიენოორდი" ჰოლანდიის სუპერთასის მფლობელია (+VIDEO)

ჰოლანდიის სუპერთასის მფლობელი "ფეიენოორდი" გახდა. ჰოლანდიის თასის მფლობელმა როტერდამულმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონი პსვ პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.

"ფეიენოორდმა" სუპერთასი მეოთხეჯერ მოიგო, ხოლო ფინალში ექვსჯერ დამარცხებულა. აღნიშნული ტურნირის რეკორდმენია პსვ (11). როტერდამული გუნდი არსებობის ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონი 15-ჯერ გახდა, ხოლო ჰოლანდიის თასი მფლობელი - 13-ჯერ.

0.109969