ფეხბურთი

1:15 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის საგოლე პასი (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის მე-16 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგი" "კალმარს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც შეასრულა.

გიორგიმ 58-ე წუთზე კუთხური ჩააწოდა, რასაც ვაიება საკორის ზუსტი თავური მოჰყვა და ანგარიში იმ დროისთვის გათანაბრდა (1:1). თუმცა, სტუმრებმა მალევე გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.

"გიოტებორგს" 16 შეხვედრაში 19 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114182