ფეხბურთი

2:08 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი გულშემატკივარს: "ბოდიშის მოხდას სიტყვებით არ ვაპირებ" (+VIDEO)

ლეონარდო ბონუჩის ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი მცველი “ბიანკონერის” ქომაგებისთვის 7 წლის განმავლობაში ნამდვილი კუმირი იყო, “მილანში” გატარებულ 1 სეზონს მაინც ვერ პატიობენ.

განსაკუთრებით, 31 მარტს, სწორედ ტურინში გატანილ გოლს, რომელიც ლეონარდომ აღნიშნა. თუმცა, ამასაც ჰქონდა მიზეზი – “იუვენტუსის” გულშემატკივრები ბურთის ყოველ შეხებაზე უსტვენდნენ.

ახლა კი, მისმა დაბრუნებამ ტიფოზებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ნაწილს უხარია, ნაწილი კი ბონუჩისგა ბოდიშს ითხოვს.

ასეთი შემთხვევა მოხდა 4 აგვისტოს, როდესაც საწვრთნელ ბაზაზე ბონუჩი ქომაგებთან ფოტობეს იღებდა, ერთ-ერთმა ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რაზეც ლეონარდოს პასუხმა არ დააყოვნა:

“ბოდიშის მოხდას სიტყვებით არ ვაპირებ, ამას მოედანზე გავაკეთებ”, - უპასუხა 31 წლის იტალიელმა.

Loading...
სტატისტიკა
0.222964