ფეხბურთი

17:22 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორიას" ვებგვერდი: "გავიფორმეთ რონალდო!"

გენუის “სამპდორიამ” ინგლისური “ლიდს იუნაიტედიდან” 20 წლის ნახევარმცველი რონალდო ვიეირა გაიფორმა. ლიგურიელებს აღნიშნული ტრანსფერი 6.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

რაღა თქმა უნდა, ამ ამბავში განსაკუთრებულად აინტერესო არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. “სამპდორიამ” გვინეა ბისაუელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ორიგინალურად წარადგინა:

“ჩვენ გავიფორმეთ რონალდო!”, - დაწერა “სამპას” ტვიტერის გვერდმა.

გარდა ამისა, გრაფიკული გამოსახულება ზუსტად ისეთ სტილშია გაკეთებული, როგორც ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ამცნო ფართო საზოგადოებას.

0.112012