ფეხბურთი

18:20 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კუაიტე “კრისტალ პალასში” გადავიდა

სენეგალის ნაკრების კაპიტანი შეიხუ კუაიტე კარიერას “კრისტალ პალასში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

28 წლის ჩამშლელმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ “ვესტ ჰემი” 10.7 მილიონი ევროს მიიღებს.

კუაიტე “ვესტ ჰემის” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. მან “ჩაქუჩების” მაისურით 147-ჯერ ითამაშა და 15 გოლი გაიტანა. შეიხუს სენეგალის ნაკრებში 51 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარის აღება 3-ჯერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113546