ზაზა ფაჩულიას აკადემიის მოთამაშე ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატამდე ვალენსიაში, შეკრებაზე იმყოფება. ევროპის ნაკრები ესპანეთში შეთამაშდება და შემდეგ, ფლორიდაში გადაფრინდება.
ლუკა ალავიძე: "ვალენსიაში ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სავარჯიშოდ საუკეთესო პირობები არის შექმნილი. ძალიან კარგი მოთამაშეები ჩამოვიდნენ. საინტერესო ვარჯიშებია. არ გვღლიან. ცდილობენ, რომ ყველაფრით სიამოვნება მივიღოთ. ველოდები ამერიკაში გამგზავრებას. აქ ჩამოიტანეს NBA-ს ჩემპიონის თასი. ძალიან მიხარია, რომ ეს თასი ზაზა ფაჩულიასაც ეკუთვნის."
მოგვიანებით, შეკრებიდან ვარჯიშის კადრებსაც მოგაწვდით.
ზურა თალაკვაძე







