ფეხბურთი

13:50 | 1.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" ორი ტრანსფერი დაადასტურა

რომის “ლაციომ” ერთბაშად ორი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ხოაკინ კორეა და მილან ბადელი ამიერიდან “არწივთა” ღირსებას დაიცავენ.

ბადელი, რომელიც ბოლოს ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშობდა, “ლაციოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 4-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი.

არგენტინელი ხოაკინ კორეას სანაცვლოდ კი “სევილიამ” 16 მილიონი ევრო მიიღო და რომაელებს ბედი 5 წლით დაუკავშირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.082291