კალათბურთი

10:58 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცემის დღიურები. ბექა ჭყოიძე

ზაზა ფაჩულიას აკადემიის ბავშვები შეკრებას ცემში გადიან.

ცემში, შეკრებაზე ჩასული ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდები მწვრთნელებისგან და ცემისგან მაქსიმუმს იღებენ. დღეს ვესაუბრებით აკადემიის ერთ-ერთ მწვრთნელს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ყველა საინტერესო ნიუანსში. ბექა ჭყოიძე.

პატარების წინსვლაზე.

ბექა ჭყოიძე: „ბავშვების საკალათბურთო განვითარების გარდა, დიდ დროს ვუთმობდით მათი საერთო ერუდიციის გაზრდას. ამ პერიოდის განმავლობაში პატარებმა გაიგეს ბევრი საინტერესო ამბავი კალათბურთის ისტორიიდან. ისინი იღებდნენ ინფორმაციას როგორც ქართული, ასევე - ევროპული, ამერიკული კალათბურთის შესახებ. ვაყურებინეთ პატარებს ვიდეოკოლაჟები საუკეთესო მოთამაშეებზე. თავისთავად, დეტალურად გავიარეთ კალათბურთის ფუნდამენტალური საწყისები. ამის გარეშე განვითარება რთულია.“

ზაზასთან შეხვედრაზე.

ბ.ჭ: „ზაზას სტუმრობა მნიშვნელოვანი იყო. პატარებს ჰქონდათ ბედნიერება, პირადად ზაზასგან მოესმინათ ის, რასაც სხვასთან საუბარში უბრალოდ, ვერ გაიგებენ. რას ნიშნავს მოტივაცია, რას ნიშნავს ჩემპიონობა. ბავშვებმა ზაზასგან ბევრი რჩევა მიიღეს. როდესაც NBA-ს ორგზის ჩემპიონი გელაპარაკება, ყველაფერს დიდი ინტერესით ისმენ. ზაზასგან ბევრი საინტერესო ჩვენც მოვისმინეთ. შედეგიანი დღეები იყო. მწვრთნელებმა გავაკეთეთ ის, რაც მიზნად გვქონდა დასახული. ეს მთავარია.“

ზურა თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09576